Search

ტელესინე

საიტი კინომოყვარულთათვის

საძულველი რვა

„საძულველი რვა“  (ინგლ. The Hateful Eight) არის პოსტმოდერნისტი რეჟისორის კვენტინ ტარანტინოს დეტეკტიური ვესტერნი, რომლის მსოფლიო პრემიერა შედგა 2016 წლის 1 იანვარს, ხოლო ფილმის კომპოზიტორად მოგვევლინა თვით ენნიო მორრიკონე. მისი წყალობით სურათმა მოიპოვა „ოსკარის“, BAFTA“-ს და „ოქროს გლობუსის“ პრემიები.

/თეიმურაზ მელიქიშვილი/


13480510_1127452060648569_385036439_n

Warcraft

1994 წელს „Blizzard Entertainment“–მა გამოუშვა კომპიუტერული თამაში სახელად „Warcraft “–ი. თავის დროზე იგი საკმაოდ ინოვაციური და საინტერესო იყო. ამიტომაც მან ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა. პროდუქტი აღმოჩნდა იმდენად წარმატებული, რომ მას დღესაც უშვებენ თამაშების, წიგნების და კომიქსების სახით, ხოლო 2016 წლის 25 მაისს ფილმიც გამოვა, რომელიც უკვე იმყოფება პოსტპროდაქშენსის პროცესში. მისი გადაღება დაიწყო 2014 წლის 13 იანვარს, გაგრძელდა 123 დღე და დასრულდა 23 მაისს.

/თეიმურაზ მელიქიშვილი/

Warcraft trailer

 

warcraft08

Time Out New York: XX-XXI საუკუნეების ყველაზე სკანდალური ფილმები

პოპულარულმა ჟურნალმა “Time Out New York”–მა  შეადგინა კინემატოგრაფიის ისტორიაში  ყველაზე სკანდალური ფილმების რეიტინგი. ქვემოთ წარმოგიდგენთ ამ სიაში შემავალი ფილმების ტოპ ათეულს.

  1. ქრისტეს ვნებანი, 2004;
  2. ნების ტრიუმფი, 1935;
  3. სალო, ანუ სოდომის 120 დღე, 1975;
  4. ერის დაბადება, 1915;
  5. მექანიკური ფორთოხალი, 1971;
  6. მახინჯები, 1932;
  7. ვირიდიანა, 1961;
  8. უკანასკნელი ტანგო პარიზში, 1972;
  9. ბონი და კლაიდი, 1967;
  10. შხამი, 1990

/თეიმურაზ მელიქიშვილი/

images (2)

Continue reading “Time Out New York: XX-XXI საუკუნეების ყველაზე სკანდალური ფილმები”

შარლიზ ტერონი

(დაბ. 07.08.1975)

შარლიზ ტერონი არის სამხრეთ აფრიკული წარმოშობის ამერიკელი მოდელი და მსახიობი. იგი გახდა ცნობილი გასული საუკუნის 90–იანი წლების ბოლოს გადაღებული ფილმებით, როგორებიცაა `ორი დღე ხეობაში~, `მძლავრი ჯო იანგი~, `ეშმაკის ადვოკატი~ და `მეღვინეების წესები~. 2004 წელს შარლიზმა მთავარი როლი შეასრულა ფილმ `მონსტრში~, რომლის წყალობითაც მან მოიპოვა შემდეგი ჯილდოები: `ოქროს გლობუსი~, `ვერცხლის დათვი~, `ოსკარი~ და აშშ–ს კინომსახიობთა ჰილდიის პრემია. 2014 წლის მარტში ტერონმა `Dior~–ის ბრენდს გაუწია რეკლამა, რომლის ფოტოსურათებსაც ქვევით წარმოგიდგენთ.

/თეიმურაზ მელიქიშვილი/

celeber.ru

Continue reading “შარლიზ ტერონი”

არგონავტები

არგონავტების მითი ჩვენთვის მნიშნელოვანია იმით, რომ მასში ასახულია ბერძნულ–კოლხური ურთიერთობების რაღაც რეალური ამბავი. პოპულარულობის გამო ლეგენდა მრავალჯერ იქნა ეკრანიზირებული, ხოლო ჩვენ აქ წარმოგიდგენთ ალექსანდრა სნეჟკო–ბლოდსკოის ანიმაციას, რომელიც დაფუძნებულია ბერძნული მითის მოტივებზე.

მწარმოებელი: Союзмультфильм

ქვეყანა: სსრკ

წელი: 1971

რეჟსორი: ალექსანდრა სნეჟკო–ბლოცკაია

როლებს ახმოვანებდნენ: ალექსანდრე კონსოვსკი, ტატიანა ლენნიკოვა, ტამარა დიმიტრიევნა, ვლადიმირ შოსალსკი, აგარ ვლასოვა, ლევ ზოლოტუხინი

12309413_1006709262722850_1415607120_n

Continue reading “არგონავტები”

ლაბირინთი. თეზევსის გმირობები

“ლაბირინთი. თეზევსის გმირობები” წარმოადგენს საოცრად საინტერესო მულტფილმს, რომელიც შექმნილია ბერძნული მითოლოგიის მოტივებზე საბჭოთა ანიმატორების მიერ. ამ ნახატ ფილმში თქვენ იხილავთ თეზევსის მთავარ გმირობას, როცა მარტომ დაამარცხა საშინელი მინოტავრი.

მწარმოებელი: Союзмультфильм

ქვეყანა: სსრკ

წელი: 1971

რეჟსორი: ალექსანდრა სნეჟკო–ბლოცკაია

როლებს ახმოვანებდნენ: ალეკსეი კონსოვსკი, ალექსანდრ გრავე, იაკობ ბელენკი, ანატოლი პაპანოვი, ნატალია კუნსტინსკაია, სოფია ზაიკოვა, ლევ ფრიჩინსკი.

 

12212566_998731266853983_1527219432_n

Continue reading “ლაბირინთი. თეზევსის გმირობები”

ოლიმპოდან დაბრუნება

“ოლიმპოდან დაბრუნება” – არის ნახატი მულტიპლიკაციური ფილმი. მისი სიუჟეტი აგებულია ძველი საბერძნეთის მითოლოგიურ მოტივებზე და წარმოადგენს
თავისუფალ ვარიაციას.

მწარმოებელი: Союзмультфильм

ქვეყანა: სსრკ;   წელი: 1969

რეჟსორი: ალექსანდრა სნეჟკო-ბლოცკაია

როლებს ახმოვანებდნენ: ალექსანდრე კონსოვსკი, ერასტ გარინი, მიხაილ ნოვოხიჟინი, ალექსეი გრიბოვი, ნატალია კუსტინსკაია, სოფია ზაიკოვა, მიხაილ პოგორჟელსკი

12200988_997871716939938_1172568076_n

Continue reading “ოლიმპოდან დაბრუნება”

Pixar Animation Studios

Pixar Animation Studios  არის ამერიკული კინოსტუდია, რომელიც კომპიუტერული ანიმაციის ჟანრში მუშაობს. სტუდია მდებარეობს ემერვილში (კალიფორნია, აშშ).

„პიქსარი“ 1979 წელს ჯორჯ ლუკასმა დააარსა (თავდაპირველად მას The Graphics Group ერქვა), როცა მისმა „ვარსკვლავურმა“ ომებმა წარმატებას მიაღწია.

1986 წელს სტივ ჯობსმა, კომპანია 5 მილიონ დოლარად იყიდა. ლუკასმა თავდაპირველად 30 მილიონი დოლარი მოითხოვა, მაგრამ პირადი და ფინანსური პრობლემების გამო, 5 მილიონ დოლარზე დათანხმდა. ახალი ხელმძღვანელი ელვი რეი სტიმტი გახდა, რომელიც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ნათლია იყო – სახელი Pixar სწორედ მან დაარქვა სტუდიას.

 

11269327_970418039664860_1642271333_o

Continue reading “Pixar Animation Studios”

ბედი, ბედისწერა/Destino

2003 წელს “Walt Disney”-ს კომპანიამ გამოუშვა მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი “Destino” (ბედი, ბედისწერა), რომელიც მოგვითხრობს კრონოსისა და მოკვდავი ქალის სევდიან სიყვარულს. ეს პროექტი უნიკალურია იმით, რომ თავდაპირველად მასზე მუშაობა დაიწყო ჯერ კიდევ 1945 წელს. მის შესაქმნელად ბედმა შეყარა ორი გენიოსი ამერიკელი მულტიპლიკატორი უოლტ დისნეი და ესპანელი მხატვარი სალვადორ დალი.

42811337092205
სალვადორ დალი ფილმზე მუშაობისას დისნეის სტუდიაში

 

Continue reading “ბედი, ბედისწერა/Destino”

Blog at WordPress.com.

Up ↑

ტელესინე

საიტი კინომოყვარულთათვის

Nana Bukhsianidze's Blog

ნანა ბუხსიანიძის ბლოგი

Natia Kentchiashvili

natiakentchiashvili.WordPress.com site