2003 წელს “Walt Disney”-ს კომპანიამ გამოუშვა მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი “Destino” (ბედი, ბედისწერა), რომელიც მოგვითხრობს კრონოსისა და მოკვდავი ქალის სევდიან სიყვარულს. ეს პროექტი უნიკალურია იმით, რომ თავდაპირველად მასზე მუშაობა დაიწყო ჯერ კიდევ 1945 წელს. მის შესაქმნელად ბედმა შეყარა ორი გენიოსი ამერიკელი მულტიპლიკატორი უოლტ დისნეი და ესპანელი მხატვარი სალვადორ დალი.

42811337092205
სალვადორ დალი ფილმზე მუშაობისას დისნეის სტუდიაში

 

1945 წელს დაიწყო მუშაობა მულტფილმ “Destono”-ზე, რომელიც სიურეალიზმის ნამდვილი გამოხატულება უნდა ყოფილიყო. რვა თვის განმავლობაში მხატვრებმა სალვადორ დალიმ და ჯონ ჰენჩმა შექმნეს უამრავი ჩანახატი, ნახატი და თვრამეტ წამიანი ვიდეო ფირი. მაგრამ უკვე 1946 წელს პროექტზე მუშაობა შეწყდა, რადგან კომპანია განიცდიდა ფინანსურ პრობლემებს.

ძნელი სათქმელია, როგორი იქნებოდა “Destino” სალვადორ დალის, რომ დაესრულებინა იგი. საბედნიეროდ, ბედმა გაუღიმა მივიწყებულ პროექტს. მისი დასრულების იდეა გაუჩნდა უოლტერის ძმიშვილ როი ედვარდ დისნეის, რომლის არქივში ინახებოდა მულტფილმის მასალა. მან შესთავაზა ბეიკერ ბლოდუორთს პროდიუსორობა, ხოლო დომენიკ მონფერის – რეჟისორობა. მათ საქმიანობას შეუერთდა ოცდახუთი მხატვარი, რომელთა შემადგენლობაში 95 წლის ჯონ ჰენჩიც იმყოფებოდა. მისი და დალის მეუღლის, გალას დღიურის წყალობით შესაძლებელი გახდა პროექტის დასრულება.

/თეიმურაზ მელიქიშვილი/

Advertisements