“ოლიმპოდან დაბრუნება” – არის ნახატი მულტიპლიკაციური ფილმი. მისი სიუჟეტი აგებულია ძველი საბერძნეთის მითოლოგიურ მოტივებზე და წარმოადგენს
თავისუფალ ვარიაციას.

მწარმოებელი: Союзмультфильм

ქვეყანა: სსრკ;   წელი: 1969

რეჟსორი: ალექსანდრა სნეჟკო-ბლოცკაია

როლებს ახმოვანებდნენ: ალექსანდრე კონსოვსკი, ერასტ გარინი, მიხაილ ნოვოხიჟინი, ალექსეი გრიბოვი, ნატალია კუსტინსკაია, სოფია ზაიკოვა, მიხაილ პოგორჟელსკი

12200988_997871716939938_1172568076_n

ანოტაცია: ოლიმპო. აქ შეკრებილია ყველა მთავარი ღმერთი: ყოვლისშემძლე ზევსი, მისი მზაკვარი და მბრძანებელი მეუღლე ჰერა, წინასწარმეტყველებისა და ხელოვნების ღმერთი მშვენიერი აპოლონი, ზღვების მბრძანებელი პოსეიდონი, ომის ღმერთი არესი, სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი აფროდიტე და სიბრძნისა და ომის ქალღმერთი ათენა.
აქ ასევე იმყოფება ზევსისა და ალკმენეს ვაჟი ნახევრადღმერთი ჰერაკლე, რომელიც უკვე მრავალი წელია ცხოვრობს ოლიმპოს მთაზე ღმერთების სავანეში. მაგრამ ერთხელაც მას მობეზრდა ოლიმპიელების გარემოცვაში ცხოვრება, რადგან თავისი მშობლიური დედამიწა ენატრებოდა. ამიტომ მან სთხოვა მამას გაეშვა იგი დედამიწის მოსანახულებლად. ზევსმა დართო ნება შვილს მზის ამოსვლამდე ენახა ის. დედამიწაზე ყოფნისას ჰერაკლე აღმოაჩენს თავისი სახელობის ტაძარს, რომლის კედლებზე ასახული იყო მისი ყველა გმირობა. მათი დანახვა ღმერთ-ადამიანში აღძრავს შორეულ მოგონებებს, რომლებსაც იგი შემდგომ მოგვითხრობს.

ოლიმპოდან დაბრუნება

მითოლოგიისაგან განსხვავება, ფაქტები და შეცდომები

  • ანიმაცია მითისაგან განსხვავდება იმით, რომ ჰესპერიდების ვაშლების გმირობის მოგონებისას არ ჩანან თვით ჰესპერიდები და არ არის სცენა წყაროს გაჩენა ატლანტის გვერდით.
  • ფილმში პრომეთეს გადარჩენის მოგონებისას ჰერაკლე არწივს თიშავს თავისი ხელკეტით, როდესაც მითოლოგიაში იგი განგმირავს მას მშვილდ-ისრით.
  • წარმოდგენილ სიუჟეტში პრომეთეს განსაკურნებლად ნაწილობრივ გამოყენებულ იქნა ერთ-ერთი ვაშლი, როდესაც მითში ჰერაკლემ სამივე ვაშლი მრთელი მიართვა ევრისთევსს.
  • ტაძარში ყოფნისას ჰერაკლე ათვალიერებს ფრესკებს და ამბობს, რომ აქ ასახულია მისი თორმეტი გმირობა და იწყებს მათ ჩამოთვლას. ამ ჩამონათვალში ის განსაკუთრებით გამოყოფს პრომეთეს განთავისუფლებას და თვლის მას თავის ყველაზე საუკეთესო გმირობად. სინამდვილეში ამ სცენაში ნახატებზე არ არინ ასახულნი ნემეური ლომი, ერიმფმანელი ტახი, კირინეელი ირემლაღი და გერიონის ხარები, ხოლო პრომეთეს განთავისუფლება არ შედიოდა ევრისთევსის თორმეტ დავალებაში.
  • /თეიმურაზ მელიქიშვილი/
Advertisements