Pixar Animation Studios  არის ამერიკული კინოსტუდია, რომელიც კომპიუტერული ანიმაციის ჟანრში მუშაობს. სტუდია მდებარეობს ემერვილში (კალიფორნია, აშშ).

„პიქსარი“ 1979 წელს ჯორჯ ლუკასმა დააარსა (თავდაპირველად მას The Graphics Group ერქვა), როცა მისმა „ვარსკვლავურმა“ ომებმა წარმატებას მიაღწია.

1986 წელს სტივ ჯობსმა, კომპანია 5 მილიონ დოლარად იყიდა. ლუკასმა თავდაპირველად 30 მილიონი დოლარი მოითხოვა, მაგრამ პირადი და ფინანსური პრობლემების გამო, 5 მილიონ დოლარზე დათანხმდა. ახალი ხელმძღვანელი ელვი რეი სტიმტი გახდა, რომელიც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ნათლია იყო – სახელი Pixar სწორედ მან დაარქვა სტუდიას.

 

11269327_970418039664860_1642271333_o

2006 წელს, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, სტუდია Wolt Disney Pictureმა 7,4 მილიარდ დოლარად იყიდა. ამ გარიგებამ სტივ ჯობსი „დისნეის“ მსხვილი აქციონერი გახადა. კომპანიას დიდი მოგება და მსოფლიო პოპულარობა მოუპოვა მულტფილმებმა: „სათამაშოების ისტორია“, „ფლიკის თავგადასავალი“, „მონსტრების კორპორაცია“ და „ნემოს ძიებაში“.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია თავისი ნახატი ფილმებითაა ცნობილი, ასევე ის მოწინავეა სამგანზომილებიანი გრაფიკის დამუშავების მხრივ. სტუდიაში დამუშავებული ვიზუალური ფოტორეალისტური გამოსახულებები, ისეთ ცნობილ ფილმებშია გამოყენებული, როგორებიცაა: „ტიტანიკი“, „მატრიცა“, „ბეჭდების მბრძანებელი“.

სტუდია „პიქსარი“ , ჯერ კიდევ „სათამაშოების ისტორიის“ ეკრანებზე გამოსვლამდე, მოკლემეტრაჟიან ანიმაციებს უშვებდა. ტრადიცია დღემდე გრძელდება; ყოველი სრულმეტრაჟიანი  ნახატი ფილმის ჩვენების წინ, მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა, მოკლემეტრაჟიანი მულტფილმები ნახოს.

/ია-ია/

 

 

Advertisements