არგონავტების მითი ჩვენთვის მნიშნელოვანია იმით, რომ მასში ასახულია ბერძნულ–კოლხური ურთიერთობების რაღაც რეალური ამბავი. პოპულარულობის გამო ლეგენდა მრავალჯერ იქნა ეკრანიზირებული, ხოლო ჩვენ აქ წარმოგიდგენთ ალექსანდრა სნეჟკო–ბლოდსკოის ანიმაციას, რომელიც დაფუძნებულია ბერძნული მითის მოტივებზე.

მწარმოებელი: Союзмультфильм

ქვეყანა: სსრკ

წელი: 1971

რეჟსორი: ალექსანდრა სნეჟკო–ბლოცკაია

როლებს ახმოვანებდნენ: ალექსანდრე კონსოვსკი, ტატიანა ლენნიკოვა, ტამარა დიმიტრიევნა, ვლადიმირ შოსალსკი, აგარ ვლასოვა, ლევ ზოლოტუხინი

12309413_1006709262722850_1415607120_n

ანოტაცია: ორი ბერძენიმოზარდი ბიჭი ცხვრების წყემსვისას ნაპირზე პოულობენ მწყობრიდან გამოსულ ძველ გემს და იქვე მჯდომ მოხუც კაცსს. ბავშვებს მოეწონათ ხომალდი, ხოლო მოხუცი იწყებს მის შესახებ ამბის თხრობას.

ძველ გემს ერქვა “არგო”. ამ ხომალდით ელადის გამოჩენილი გმირები გაემგზავრნენ კოლხეთში ოქროს საწმისის მოსაპოვებლად უშიშარი იასონის ხელმძღვანელობით. არგონავტებს გზად მოუწიათ მრავალი ხიფათის გადალახვა: მოძრავი კლდეების სიპლეგადების შუაში გავლა, საშინელი ფრინველების სტიმფალიდების მოგერიება, სირენების მაცდური სიმღერების მოსმენა და ბევრი სხვა გაჭირვების გადატანა.

კოლხეთში ბერძნები წარსდგნენ მეფე აიეტის წინაშე, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენდა ოქროს საწმისი. ამიტომაც იასონმა სთხოვა ხელმწიფეს, ნება დაერთო არგონავტებს წაეღოთ ეს უკანასკნელი თავიანთ სამშობლოში. აიეტი დათანხმდა თხოვნაზე იმ პირობით, თუ ბერძნების წინამძღოლი მოათვინიერებდა ცეცხლის მფრქვეველ ხარებს, შემდეგ მათი საშუალებით მოხნავდა მიწას, დათესდა დრაკონის კბილებს და მოიყვანდა მოსავალს. ამ ამოცანების შესრულებაში იასონს დაეხმარა მშვენიერი მედეა, რომელიც ქვეყნის მართველის ქალიშვილი და გრძნეული იყო. მას პირველივე დანახვიდან შეუყვარდა ბერძნების მეთაური, ხოლო თუ გაინტერესებთ რით დამთავრდება მოხუცის თხრობა გირჩევთ ნახოთ ეს საინტერესო მულტიპლიკაციური ფილმი.

არგონავტები

მითოლოგიისაგან განსხვავება, ფაქტები და შეცდომები:

  • მულტფილმი მითისაგან განსხვავებით საგრძნობლად შემცირებულია. გამოტოვებულია სცილასა და ქარიბდასთან შეხვედრა, პლანქტებში გავლა, ტრიტონის ტბა, იასონის ქორწილი კორინთოს მეფის ასულზე და მედეას შურისძიება. აქ ასევე ნაჩვენები არაა პელიასისა და იასონის შეხვედრა, ჰერაკლესთან დამშვიდობება, ტალოსსთან შეხვედრა და კიდევ ბევრი სხვა თავგადასავალი. აქ ასევე გამოტოვებულია ფრიქსესისა და ჰელე თავგადასავალი, რომელიც ლეგენდის შესავალია.
  • მულტფილმში კასტორი იყო უკვდავი ძმა, ხოლო პოლიდევკე მოკვდავი, როდესაც მითში ეს ყველაფერი პირიქითაა.
  • მულტფილმში იასონი კვდება ტრიუმში ჩავარდნისას, ხოლო მითში მას ჭყლეტს გემის ნამსხვრევი.
Advertisements