პოპულარულმა ჟურნალმა “Time Out New York”–მა  შეადგინა კინემატოგრაფიის ისტორიაში  ყველაზე სკანდალური ფილმების რეიტინგი. ქვემოთ წარმოგიდგენთ ამ სიაში შემავალი ფილმების ტოპ ათეულს.

  1. ქრისტეს ვნებანი, 2004;
  2. ნების ტრიუმფი, 1935;
  3. სალო, ანუ სოდომის 120 დღე, 1975;
  4. ერის დაბადება, 1915;
  5. მექანიკური ფორთოხალი, 1971;
  6. მახინჯები, 1932;
  7. ვირიდიანა, 1961;
  8. უკანასკნელი ტანგო პარიზში, 1972;
  9. ბონი და კლაიდი, 1967;
  10. შხამი, 1990

/თეიმურაზ მელიქიშვილი/

images (2)

ქრისტეს ვნებანი

“ქრისტეს ვნებანი” (ინგლ. The Passion of the Christ) მელ გიბსონის ისტორიული დრამა, რომელიც მოგვითხრობს იესო ქრისტეს ცხოვრების უკანასკნელ 12 საათს. ჯერ კიდევ თავის პრემიერამდე ფილმმა გამოიწვია ცხარე პოლემიკა. გამოითქმოდა ისეთი მოსაზრებებიც თითქოს ნამუშევარი გამოიწვევდა ანტისემიტურ განწყობებს განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ მუსულმანებში. სურათის გადაღებისას ჯეიმს კევიზელმა, რომელიც განასახიერებდა იესოს მრავალი ტრავმა მიიღო. მაგ.: მსახიობი ვერ იძინებდა, რადგან სქელი გრიმის გამო მისი სხეული დაიფარა ბებერებით, მას ორჯერ დაჰკრეს მათრახი, შემთხვევით ამოიგდო ბეჭი, თვალებზე გაუჩნდა სისხლის ჩაქცევები და ელვის დარტყმაც იგემა (რომელმაც არაფერი დაუშავა). ასახული ნატურალური სცენების გამო ფილმი მძიმე საყურებელია.

The Passion of the Christ

ნების ტრიუმფი

“ნების ტრიუმფი” (გერმ.  Triumph des Willens) კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი დოკუმენტურ-პროპაგანდული შედევრია, რომელიც გადაიღო ლენი რიფენშტალმა ადოლფ ჰიტლერის შეკვეთით. ფილმის პრემიერა შედგა 1935 წლის 28 მარტს კინოთეატრ “Ufa-Palast am Zo”-ში. მასში ასახულია 1934 წელს ნიურბერგში გამართული ნაცისტური პარტიის კონგრესის ქრონიკა. ოსტატური მონტაჟისა და გადაღების ტექნიკის მხრივ სურათი მართლაც რევოლუციურია, როგორც მაშნდელი ასევე დღევანდელი დროისთვისაც კი. მესამე რაიხის დაცემისა და მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ფილმი დიდი ხნის მანძილზე ტაბუირებული იყო.

12300

სალო, ანუ სოდომის 120 დღე

“სალო, ანუ სოდომის 120 დღე” პიერ პაოლო პაზოლინის უკანასკნელი ფილმი, რომელიც გამოვიდა 1975 წელს. სურათი წარმოადგენს მარკიზ დე სადის რომანის “სოდომის 120 დღის” თავისუფ ეკრანიზაციას. რეჟისორის ამ ნამუშევრის ზოგიერთ სცენაში პირდაპირაა ნაჩვენები სასტიკი ძალადობა, სექსუალური გარყვნილება, საშინელი მკვლელობები და კოპროფაგია, რის გამოც ზოგიერთ ქვეყანაში იგი საჩვენებლად დღესაც კი არის აკრძალული.

p_8705

ერის დაბადება

“ერის დაბადება” (ინგლ. The Birth of a Nation; ორიგინალური სახელი — კლანის წევრი, ინგლ. The Clansman) დევიდ უორკ გრიფითსის 1915 წლის საკამათო და ინოვაციური ფილმია, რომელიც ღირსი ტომას დიკსონ უმცროსის პიესის “კლანის წევრის”ეკრანიზაციას წარმოადგენს. ამ სურათის ნახვამ გამოიწვია ის, რომ რეჟსორი რასიზმში დაადანაშაულეს. ფილმი აიკრძალა საფრანგეთში, ხოლო იმდროინდელმა ორმა ლიბერალურმა მსხვილმა ჟურნალმა იგი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

p_48431

მექანიკური ფორთოხალი

“მექანიკური ფორთოხალი” (ინგლ. A Clockwork Orange) სტენლი კუბრიკის ანტიუტოპიური საკულტო ფილმია, რომლის სიუჟეტი დაფუძნებულია ენტონი ბერჯისის იგივე სახელწოდების რომანზე. სურათის პრემიერა შედგა 1971 წლის 19 დეკემბერს და წარდგეილი იყო “ოსკარის” პრემიის ოთხ ნომინაციაზე. ამ ლიტერატურულ ეკრანიზაციაში რეჟისორი ამომწურავად აანალიზებს ახალგაზრდებში დამნაშავეობის გაჩენას, ახალი თაობის წარმომადგენლების შეუწყნარებლობას თანამედროვე საზოგადოების ცხოვრების წესებისა და ჩვეული მორალური ფასეულობების მიმართ.

211119_500x800x250

მახინჯები

“მახინჯები” (ინგლ. Freaks) წარმოადგენს ტოდ რობბინსის “დეზების” მოთხრობის თავისუფალ ეკრანიზაციას, რომლის პრემიერა 1932 წელს შედგა. ფილმის რეჟისორია ტოდ ბროულინგი. მისი ეს ნაწარმოები მძაფრი და დრამატულია. ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა გულახდილი სცენებისა და ფიზიკური ნაკლოვანებების მქონე მსახიობების საშუალებით. მაგრამ კინოგაქირავებაში სურათი ჩავარდა, რადგან თანამედროვენი არ იყვნენ მზად ასეთი ფილმის ყურებისათვის. კომპანია “MGM”–მა ის შემოდო არქივის თაროზე და დაივიწყა მისი არსებობა. რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ 1961 წელს იგი შემთხვევით იპოვეს და მალევე მოიპოვა საკულტო ტიტული, ხოლო 1994 წელს კინოსურათი შეიტანეს აშშ–ს ფილმების ნაციონალურ რეესტრში.

284849_500x800x250

 

ვირიდიანა

“ვირიდიანა” (ესპ. Viridiana) ლუის ბუნიუელის 1961 წლის კინოდრამაა, რომლის სიუჟეტი წარმოადგენს ბენიტო პერეს გალდონის რომანის “ალმას” თავისუფალ ეკრანიზაციას. ფილმის პრემიერა შედგა კანის 14–ე კინოფესტივალზე და გამოიწვია დიდი სკანდალი. ამ სურათში რეჟისორმა წამოწია ისეთი საკითხები როგორიცაა: ინცესტი, სუიციდი, ქალზე ძალადობა, მკრეხელობა და შვედური ოჯახი. კინოფილმი აკრძალული იყო სეპანეთში 16 წლის მანძილზე და ასევე განარისხა ვატიკანი.

295074_500x800x250

 

 

უკანასკნელი ტანგო პარიზში

“უკანასკნელი ტანგო პარიზში” (იტალ. Ultimo Tango a Parigi) ბერნარდო ბერტოლუჩის კლასიკური ეროტიული მელოდრამაა, რომლის პრემიერაც 1972 წელს გაიმართა. კინოეკრანებზე ამ ფილმის გამოჩენა მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდა, რადგან სურათი შეიცავდა ტაბუირებულ სცენებსა და თემას. იმ პერიოდში ნამუშევარი ბევრისთვის აღმოჩნდა მიუღებელი და გაუგებარი. ფილმის ყურება აიკრძალა იტალიაში, პორტუგალიაში, სინგაპურში, ახალ ზელანდიასა და კორეის რესპუბლიკაში.

217372_500x800x250

ბონი და კლაიდი

“ბონი და კლაიდი” (ინგლ. Bonnie and Clyde) 1967 წლის არტურ პენნის კრიმინალური ფილმი, რომელიც მოგვითხრობს დიდი დეპრესიის პერიოდში მცხოვრები ორი ცნობილი ამერიკელი განგსტერის ბონისა და კლაიდის მოღვაწეობას. თქვენს წინაშე წარმოდგენილ სურათში მთავარი როლები შეასრულეს ფეი დანაუეი და უორრენ ბიტტი. ფილლმა მიიღო ორი “ოსკარის” პრემია, ხოლო 1992 წელს იგი შეიტანეს აშშ-ს ფილმების ნაციონალურ რეესტრში.

214921_1920x1080x500

 

შხამი

“შხამი” (ინგლ. Poison) ამერიკელი დამოუკიდებელი რეჟისორის ტოდდ ჰეინსის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელშიც ნაჩვენებია სამი ისტორია. სურათში განხილულია აუტსაიდერობის, სესქსისა და ძალადობის თემები. ნამუშევარი დაჯილდოვებულია ბერლინის კინოფესტივალის “ტედდის” პრემიით და სანდენსის ფესტივალის ჟიურის გრან-პრით. თუმცა ფილმს ბევრი მწვავე კრიტიკოსიც ყავს.

4

 

Advertisements